„გონიერმა საქართველომ მშვენივრად იცის, თუ როგორ ჰყიდიან დოლარ-ევრო-გროშებზე საქართველოს: სალომეები, მარგველაშვილები, ხაზარაძეები, ხიდაშელი, გიგაურები…და სხვა ათასი ჯურის გაქნილ-გაიმასქნებული უსამშობლო არსებები!“ – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
“ყოველივე ამაზე ისე, რომ არავინ აძალებთ, თავად საუბრობენ!
მაგალითად, ხაზარაძემ, – დაადეთ საქართველოს სანქციები, რათა მე უფრო კარგად და სარფიანად გავყიდო კრემლზე ის, რაც საქართველოში ჩალის ფასად მაქვს ნაყიდიო!
ხიდაშელმა, – კი, კაცო, მე ახლა მაფინანსებენ ტაივანიდან და, საქართველოს რა ჩინეთთან ურთიერთობა, რის ჩინეთთან ურთიერთობა, ეს რომ განხორციელდეს, ჩემს და ჩემი თანამეცხედრის 2000 $-ებს ხომ ყოფა ეტირაო!
იქით გიგაურმა, – რას ჰქვია, კორუფცია დაბალ დონეზეა საქართველოში! ეს რომ ვაღიარო, ჩემს “გამჭირვალობას” პატრონები ხომ საბნელეთად გამიხდიანო!
რაც მთავარია, ქვეყნის სათავეში მდგომი სალომე ხომ სულ აქოჩრილი, აბუძგული და აბზუნებულია საკუთარი ჯიბისა და შვილების ბედის გამო!
და “დააგენტირებული” ფულებით, აღმა-დაღმა, ჯოხზე ამხედრებული კუდიანი დედაბერივით დაჰქრის და გულამოვარდნილი გაჰკივის: ომებისათვის, ხოცვა-ჟლეტისათვის
ვყიდი, ვყიდი უიაფესად საქართველოს, თავისი მოსახლეობითო!
და, იქნებ, დასავლეთში ვინმე მყიდველი გამოუჩნდეთო!
ჰოდა, ამდენი გამყიდველის ხელში…
ერს გამოუჩნდა კაცი, რომელმაც პირადი თავგანწირვის მაგალითზე შექმნა გუნდი, რომელიც დაუღალავად იღვწის სამყაროს ოთხივე მხარეს, რათა საქართველოს სახელმწიფოს მოღალატე-აგენტთა გარემოცვაში გაამარჯვებინოს და სამშვიდობოს გაიყვანოს!
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასეც იქნება!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


