ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “სქოუფმა” ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტს” რეიტინგი ორი პოზიციით შეუმცირა, რისი მიზეზიც სუსტი მენეჯმენტი და ინვესტორებთან გაურკვევლობის არსებობაა.
“ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა დაფიქრდეს, იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან! არა, აქ მათ წარსულ „მოღვაწეობაზე“ არ არის ლაპარაკი, არამედ სულ ახლანდელ გამომჟღავნებულ ამბებზე – სუსტმა მენეჯმენტმა და ინვესტორებთან თუ, უბრალოდ, ფიზიკურ პირებთან ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობამ შექმნა ეს რეალობა! საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“, რომელსაც „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“, ხანდაზმული თაღლითების კომპანიისთვის ჰქონდა B+ რეიტინგი მინიჭებული, მას შემდეგ გაუკეთა დაუნგრეიდი, 2 ნაბიჯით, 2 პოზიციით შეუმცირა რეიტინგი!
სხვათა შორის, მანამდე “ლისი დეველოპმენტი” ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებდნენ და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობდნენ.
რადგან ამ ამბების უკან ისევ ხანდაზმული თაღლითები – ხაზარაძე და ჯაფარიძეზე დგანან, სავარაუდოდ, დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული”, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილი.


