„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ცესკო-ს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული, ცესკოში პროცესები მიმდინარეობდეს პროფესიული წევრების კომპეტენციის შესაბამისად და არა პარტიული წევრების მიერ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
„ჩვენ ამ ცვლილებებით რეალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ცესკო იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებებს მივიღებთ და შემდეგ შევძლებთ, რომ ეს გავუგზავნოთ საქართველოს პრეზიდენტს. თუ ის ხელს მოაწერს, ხომ კარგი, თუ არადა, ვეტო დაძლეული იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.


