პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე “ტვ პირველს”: “ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება – მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “tv პირველის” მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ჟურნალისტის ვარაუდი, რომ ირაკლი კობახიძე დღეს საზოგადოებას დაემშვიდობება და თანამდებობას დატოვებს, არ გამართლდება.

“ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება – მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით,” – წერს ანანიძე.