„ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია. კომპანია „სქოუფის” საქმიანი განაჩენის შემდეგ, საეჭვოა, მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იმავე ფასში გაყიდოს,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფის“ მიერ მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის – „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ რეიტინგის ორი პოზიციით შემცირების თაობაზე.
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“, რომელსაც მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის – „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ B+ რეიტინგი ჰქონდა მინიჭებული, მას ორი პოზიციით შეუმცირა რეიტინგი. მიზეზად კომპანიის სუსტი მენეჯმენტი და წარსულის მწარე გამოცდილება – ინვესტორებთან გაურკვევლობა დასახელდა.
ასეა, ბიზნესიცა და პოლიტიკაც არა თაღლითობით, არამედ ღირსებით უნდა აკეთო. ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია. კომპანია „სქოუფის” საქმიანი განაჩენის შემდეგ საეჭვოა, მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იმავე ფასში გაყიდოს. მისი წაბილწული სახელისა და იმიჯის პირობებში ინვესტორი ნამდვილად დაფიქრდება, დაიჭიროს თუ არა საქმე თაღლითთან“, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.


