პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე მაკრონის შესახებ: “2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს. არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა”

“პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთში მიმდინარე აქციები დაგმო და პასუხად, შეკრებები საერთოდ აკრძალა”, – წერს უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, რითაც საფრანგეთში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

„2020 წლის შემდეგ, საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის 13 დეკემბრის მიმართვა გვახსოვს.

არც შარშანდელი 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა.

ძალადობა დემოკრატიის სახელითაც დანაშაულია… თბილისშიც, პარიზშიც და ანტანანარივუშიც!” – წერს ჩაკვეტაძე.