“დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის” – ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ფაქტებს გმობს
ევროკომისია ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
“ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს.
პასუხისმგებელი პირები კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა დაისაჯონ. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ღირებულებებია, რაც პატივისცემას იმსახურებს და რომელთა რეალიზებაც მშვიდობიანად უნდა მოხდეს”, – აცხადებს ევროკომისია.


