პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას. ჩვენი ამოცანა ესეც არის – გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ. ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას”

„ეს არის შედეგი იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრიუსელის დიქტატი დღეს მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იმ მხრივ, რომ აიძულებს მათ, საკუთარი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედონ: იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა, ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკა და ა.შ.“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

„საბოლოო ჯამში, ყველა ამ პოლიტიკის შედეგია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და მიიღეს უკმაყოფილო საზოგადოება.
კვლევებიც ადასტურებს, რომ ხალხის ნდობა ხელისუფლების მიმართ არის ძალიან დაბალი. 10%-ის გარშემოა გერმანიის ხელისუფლების მიმართ, საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ და ყველა ამ წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ მოსახლეობის ნდობა, და შემდეგ, ეს უნდობლობა გამოისახა ამ ძალადობაში, რასაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში.

როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, სადაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროპას, პირდაპირ ჩავიხედეთ, რა არის ცივილიზაციური უფსკრული, როდესაც ვხედავთ, პარიზში როგორ წვავენ არა მხოლოდ შენობებს, არამედ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არის ძალადობა პარიზის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში. ჩვენ ყველა ვხედავთ ევროპის ცივილიზაციურ უფსკრულს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას და ჩვენი ამოცანა ესეც არის – გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ.

ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას.
დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან, ევროკავშირის მესვეურებისგან იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაიჩეხოს ცივილიზაციურ უფსკრულში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.