პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ: “ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?”

“მერე? ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, ალბანეთში ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? ამ ქვეყნებში კონტრდაზვერვა გააუქმეს?” – წერს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

შარმანაშვილი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას: „საფრანგეთში განვითარებული მოვლენების უკან „პუტინის ყურები“ ჩანს“.

„თუ ეს მართალია, რატომ ექაჩებოდა ასეთი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წინააღმდეგ კონფრონტაციისკენ საქართველოს? მისმა ფავორიტმა ლავროვმა ხომ არ სთხოვა ამ საკითხზე რაიმე?“ – წერს თენგიზ შარმანაშვილი.