პოლიტიკა

დონალდ ტრამპი: „დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს – შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“

„თუ პუტინსა და სი ძინპინს სურთ სამმხრივი შეხვედრის ჩატარება ჩინეთში, მე ვისურვებდი, რომ ის შედგეს. სი ძინპინი უკრაინასთან მიმართებით ძალიან სამართლიანად იქცეოდა. ის ზედმეტად არ ერეოდა ამ საქმეებში. იგივე ეხება რუსეთსაც. მათ არც კი გამოუვლენიათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. მათ იციან, რომ მე ამას ვაფასებ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან უკრაინის საკითხზე და მას არ აქვს განზრახული მათი შეწყვეტა შუა პროცესში.

„რუსეთი, სიმართლე რომ ვთქვა, უკრაინის მიმართ საკმაოდ ნორმალურად იქცეოდა. მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ.

ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას განსაკუთრებულად არ უწყობს ხელს. მეჩვენება, რომ მას არ სურს, ეს შეწყდეს. მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ. დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“, – განაცხადა ტრამპმა.