ახალი ამბები

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი, 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა. ზრდა გასული წლის 3 კვარტალთან შედარებით +20.1%-ია.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნიდან საქართველოში მოგზაურთა ვიზიტების ზრდა ფიქსირდება.

ვიზიტების რაოდენობასთან ერთად, რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხება შემოსავლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 9 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი, 665.4 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, რაც +29.1%-ით (+150.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი შემოსავალი აღირიცხა – 310.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც +30.2%-ით (+72 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი აღირიცხა, რამაც 224,419 ვიზიტი შეადგინა. ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.6%-ს შეადგენს.

ტურისტების ზრდით გამოირჩევა ევროპის შემდეგი ქვეყნები:

დანია: +56.5%

ლიეტუვა: +46.8%

კვიპროსი: +45.2%

სლოვაკეთი: +26.3%

ლატვია: +25.6%

რუმინეთი: +23.3%

იტალია: +22.7%

ფინეთი: +21.3%

ირლანდია: +20.9%

ნიდერლანდები: +20.1%

ესტონეთი: +19.9%

გაერთიანებული სამეფო: +18.2%

საფრანგეთი: +18.2%

ბულგარეთი: +17.5%

გერმანია: +16.8%

ბელგია: +16%

ჩეხეთი: +15.6%

პოლონეთი: +14%

უნგრეთი: +12.5%

შვედეთი: +11.1%

ესპანეთი: +7.9%

2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.

9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა: საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.