ლადო სადღობელაშვილი: „სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა“
„ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიიღონ. მათი მიზანი უცვლელია – არეულობის, რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციის გზით საკუთარი პოლიტიკური ზრახვების განხორციელება“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
საზოგადოება ბრძენია და კარგად ხედავს, თუ ვინ დგას ქვეყანაში მშვიდობის გვერდით და ვინ ცდილობს პროცესების გარედან მართვას. ქართველი ხალხი არ „შეჭამს ამ საკენკს“ და არ აჰყვება ქვეყნის ინტერესების საზიანოდ დაგეგმილ პროვოკაციებს.
სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა“, – წერს სადღობელაშვილი.


