ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებების შესახებ: „როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, განახორციელოს ზეწოლა, ეს, თავისთავად, შემაშფოთებელია. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას“
„როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს, თავისთავად, შემაშფოთებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.


