პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდეს. ოპოზიციას ჰქონდა შეგნებული, რომ მოქმედებდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ კონსტიტუციური წყობილების დასამხობად”

„ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რა არგუმენტი უნდა წარადგინონ, არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს სწორედ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ. მათ ჰქონდათ შეგნებული ის, რომ მოქმედებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის, ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ კონსტიტუციური წყობილების დასამხობად.

დღეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოუწევთ პასუხის გაცემა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი, სინამდვილეში, უპირისპირდებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას, მათ შორის, არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე, ყოველ ჯერზე, წლიდან წლამდე, მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმეს თქმა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერმა.