პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის – მაკა ბოჭორისთვილის განცხადებით, ის, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ხორციელდება ბრიუსელში, არის ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადი, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ურთიერთობის მნიშვნელობას.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ყველაზე მთავარი ღონისძიება იმართება და ეს არის ასოცირების საბჭო, სადაც განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დგას.
გაიმართება შეხვედრები უმაღლეს დონეზე, რაც პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას მისცემს, ევროკავშირის წამყვან პოლიტიკოსებთან და ლიდერებთან განიხილოს საქართველოსთვის აქტუალური საკითხები და შემდგომი ნაბიჯები.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა ჩამოიტანოს პრემიერ-მინისტრმა და უნდა იყოს თუ არა ეს მოლაპარაკებების გახსნა, ახლა ამაზე საუბარი აბსოლუტური არაპროფესიონალიზმია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ შემდგომი ეტაპები ხორციელდება წესების მიხედვით. ასე რომ, ამ საკითხის ახლა პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოყენება აბსოლუტურად არარელევანტურია“, – აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

