პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: “14 წელია, ქართველი საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი”

“უკვე 14 წელია, ქართველი საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.

„2012 წლიდან დღემდე კვლავ აგრძელებენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას; გარე დავალებების დამორჩილებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას.

შესაბამისად, 14 წლის დავალება და მოლოდინი დღეს შესრულდება ჩვენ მიერ, ისტორიულ პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს.