არჩილ თალაკვაძე კოალიციური მთავრობის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით: „ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ – ოპოზიციას უკვე ყველანაირი კოალიცია მოსინჯული აქვს“

205

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმიტომ, რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ; ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალა, რეალურად, იქ არ არის.
რეალურად, აქ არის ერთი გაერთიანება – ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც არავითარი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.