პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა”

“ეტყობა, მოაგვარა და მე გამომრჩა რამე. რა თქმა უნდა, ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის თემაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯანი-საქართველოს შემთხვევაში, ასევე სომხეთი-საქართველოს შემთხვევაში, ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი არის აქტიურად გასაგრძელებელი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა.

რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.