„თუკი ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც მას სთხოვენ – შეიწყალებს სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას ნამდვილად ვერ აიცილებს თავიდან. მან ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
„რაც შეეხება თვითონ სიკორსკის განცხადებას, პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით არ უნდა ლაპარაკობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ სიკორსკისა და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. თუკი ის ითხოვს კრიმინალის, სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის შემქმნელის გათავისუფლებას და მას მოიხსენიებს როგორც ქართული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ავტორს, ეს მისი პრობლემაა“, – აცხადებს ბერაია.
ცნობისთვის: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ ექსპრეზიდენტს მოდერნიზაციის სიმბოლო უწოდა.


