„როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე აღმოჩნდა, რომ კომპანია დაღუპეს არასწორი მართვის გამო. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება“

300

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “Scope Ratings-ის” მიერ, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის, “Lisi Lake Development-ის” რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ეხმაურება.

“არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესში ხარ თუ პოლიტიკაში. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, არასწორი ინფორმაციების მიწოდებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება.

როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია დაღუპეს ამ არასწორი მენეჯმენტის და მართვის გამო. სიცრუე, ორპირობა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში არის დამღუპველი და ახლა ამის მომსწრენი ვართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.