„სალომე ზურაბიშვილი “ნაცების” მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ის ასრულებს დავალებებს. და რა აქვს მოტივაცია დავალების შესრულებისას? – შეიძლება ეს იყოს მისი ოჯახის წევრების სარფიანად დასაქმება, თუ 2003-2004 წლებში მიღებული დავალების ამ ეტაპზე შესრულება, დავინახავთ რამდენიმე თვეში“, – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
„მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა იმ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების, რომელმაც მას უთხრა: “შენ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტო, რომელსაც ფიცი გაქვს დადებული ქვეყნის კონსტიტუციაზე, არ სცემ პატივს ამ კონსტიტუციას და არღვევ მას”.
“ვარღვევ”, – პასუხობს სალომე ზურაბიშვილი და, უკვე მერამდენედ, დემონსტრაციულად მიდის იქ, სადაც ფუნქციონალურად, კონსტიტუციით არაფერი ესაქმება. წავიდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ „კარტინკას“ კიდევ ერთი “პაზლი” შემატოს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


