პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: “ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ”

Screenshot

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს ეხმაურება.

“გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს. გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ.

არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.