პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის შესახებ: “თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!”

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება, სადაც სააკაშვილი ლიეტუვაში IRI-ის კონფერენციაზე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან ოპოზიციისთვის გაცემულ მითითებებზე საუბრობს.

„სხვა რამეს ვამბობთ? თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.