პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ეს ისტორიული პროცესია და ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება“

„ეს ისტორიული პროცესია და ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ – ქართული ანდაზაა. ზუსტად ამ სიტუაციაში არიან იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები – ლიდერებს აღარ ვიტყოდი, უფრო ვიტყოდი – „გამორჩეული“ ფიგურები, რომლებმაც ამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას.

ესენი რომ არ არიან ეროვნული ძალები, რომ ესენი ანტიქართული, ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ყველაფერი „ანტია“, ბოლო დღეებმაც დაამტკიცა: როდესაც ქართველ ხალხს კი ვერ მიმართეს, არამედ მიმართეს მათ გარე პატრონებს. გვახსოვს, მივიდნენ იმ საელჩოების წარმომადგენლებთან, რომლებიც მათ პატრონებს წარმოადგენენ საქართველოში (რა თქმა უნდა, ყველა საელჩოზე არ ვსაუბრობ). მაგრამ ჰოი, საოცრება, ჩვენ სულ სხვა რამეს ვხედავთ – მაგალითად, გვარამია და მისი „ამფსონები“ როდესაც გვემუქრებოდნენ ხალხის მდინარეებით, კარგად დავინახეთ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან რამდენი ადამიანი მივიდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ესენი არიან აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალები – გაკოტრებულები ხალხის მიერ.

აქეთ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ – არჩევნები გააყალბეს 2024 წელსო, მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება, პირიქით ხომ არ მოხდა? მაშინ სად არის ის 800 ათასი ადამიანი? 80 კაცი მაინც ხომ უნდა მისულიყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან, როცახუთი „უზარმაზარი“ პარტიის (როგორც თავად ეძახიან) გაუქმებაზე მიდის საქმე?! გაუქმდება კიდეც, იმიტომ რომ გასაუქმებელია. ეს ისტორიული პროცესია და ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება. ეს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზეა აგებული: არ ჰყავთ მხარდამჭერები, არარაობებს წარმოადგენენ და, მაშასადამე, გადაწყვეტილია, რომ თავად ისინი ბუნებაში აღარ არსებობენ – უფრო სწორად, ბუნებაში არსებობენ, როგორც თითო-ოროლა მოღოღიალე პოლიტიკური ელემენტი“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.