თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის აქციის შესახებ: “რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვის. ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება, თუ ამას თავს დაანებებენ”
“რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვის. ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება, თუ ამას თავს დაანებებენ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას.
ცნობისთვის: ოპოზიციის ალიანსმა დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყება 10 დღით ადრე დააანონსა, თუმცა მხარდამჭერების დიდი რაოდენობის შეკრება მაინც ვერ მოახერხა. ლიდერებმა თავი იმით იმართლეს, რომ მიზანი უზარმაზარი აქციის შეკრება არ ყოფილა.


