სერბეთის „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთი ლიდერი, იოვო ბაკიჩი: „ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და ბევრ შემთხვევაში მფარველს – ამ მიმართულებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება“
„სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა, პროფესორმა იოვო ბაკიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს.
ბაკიჩმა უარყო ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადება იმის შესახებ, თითქოს სანქციების დაწესება რამდენიმე თვეში იგეგმებოდა.
„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და ბევრ შემთხვევაში მფარველს. ამ მიმართულებით [ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში] არაფერი შეიცვლება“, – აღნიშნა მან გადაცემაში „სერბეთი ირჩევს“.
მისივე თქმით, სერბეთმა საკუთარ თავზე გამოცადა გაეროს სანქციები და კარგად იცის, რამხელა დარტყმაა ეს ქვეყნისთვის.
„პატარა სერბეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთისთვის არაფერს შეცვლის, თუმცა სიმბოლურად ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა მან.
პროფესორმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიდა რეფორმებზეც და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება.


