პოლიტიკა

„საკუთარი ქვეყნისთვის ვერ მიუხედიათ, უამრავი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი – სოციალური, ეკონომიკური და ა.შ., და ამ დროს ჩვენი ქვეყნის ბულინგით იყვნენ დაკავებულები. ბიუროკრატთა მთელი კრებული იყო ჩასაფრებული, რომ ყოველდღე ახალი განცხადება გამოეცხოთ ჩვენს წინააღმდეგ“ – გიორგი სოსიაშვილი ევროპაში მიმდინარე პროტესტებზე

„საკუთარი ქვეყნისთვის ვერ მიუხედიათ, უამრავი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი – სოციალური, ეკონომიკური და ა.შ., და ამ დროს ჩვენი ქვეყნის ბულინგით იყვნენ დაკავებულები. ბიუროკრატთა მთელი კრებული იყო ჩასაფრებული, რომ ყოველდღე ახალი განცხადება გამოეცხოთ ჩვენს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი სოსიაშვილმა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტებზე საუბრისას განაცხადა.

„სრული კატასტროფაა, მახსენდება ის დრო, როდესაც ეს ევროპელი ლიდერები გამოდიოდნენ და საქართველოში გმობდნენ მომიტინგეების, ამ რადიკალების მიმართ „არაპროპორციული“ ძალის გამოყენებას. ახლა გადახედეთ, რა ხდება საფრანგეთში, იტალიაში, ალბანეთში და ა.შ., და ნახეთ, რა განცხადებები გაკეთდა ახლა: რომ იქ პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა, არავის უნდა ეპატიოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა და ა.შ. ახლა არ შეიძლება თურმე და საქართველოში შეიძლებოდა. საქართველოში უნდა აპატიონ თურმე პოლიციელზე ძალადობა ექსტრემისტებს – პარლამენტის შენობის გადაწვა, პრეზიდენტის სასახლის აღება, პიროტექნიკით იერიში და ა.შ. საქართველოში უნდა ეპატიოთ თურმე და ევროპაში ეს უპატიებელია. აი, ასეთი ორმაგი სტანდარტი აქვთ ამ ადამიანებს და ეს ყველაფერი მიუტრიალდათ ახლა.

ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ ევროპა გამოფიტეს ამ ძალებმა, საყრდენები გამოაცალეს. საკუთარი ქვეყნისთვის ვერ მიუხედიათ, უამრავი პრობლემა აქვთ იქ გადასაჭრელი – სოციალური, ეკონომიკური და ა.შ., და ამ დროს ჩვენი ქვეყნის ბულინგით იყვნენ დაკავებულები. ბიუროკრატთა მთელი კრებული იყო ჩასაფრებული, რომ ყოველდღე ახალი განცხადება გამოეცხოთ ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.