ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს: „კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იური ვაზაგაშვილს რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება“
„კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურას რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “იური ვაზაგაშვილი 2015 წელს აფეთქდა”.
სადღობელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დამთავრდეს.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და პოლიტიკური ძალადობის პასუხისმგებელი პირების საკითხს სამართლებრივი წერტილი დაესვას.
„აი ამ სულით და სხეულით მაკაკას დღეს უთქვამს რომ იურა ვაზაგაშვილი აფეთქდაო!
– კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურას რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება და ა.შ!
– იურა ვაზაგაშვილის მკვლელი გია სოსანაშვილი მეტსახელად “ბოღმა” ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ირაკლი ფირცხალავას დაჯგუფების წევრი, ნაცების ზონდერი რომელიც ბინძურ საქმეებზე დადიოდა! უდესიანის ნათესავი – აქციების დამბრბევი!
– ამ კაცის სახელი ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში გავაჟღერეთ იურას აფეთქებამდე 3 თვით ადრე და მისი განზრახვის მხილება ვცადეთ, “თავისუფალ თაობა”-ს ჰქონდა ინფორმაციები და ბრიფინგიც კი მივუძღვენით ამ და სხვა მკვლელ, მოძალადე რადიკალ ნაციონალებს, მათ შორის წითლიძეს სულიერ ძმებს და ამ კრიმინალური ხროვის გაუქმებას ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვდით!
– მივმართავ ანა წითლიძეს : თქვენ უნდა დამთავრდეთ! თქვენი ხსენება ისეთივე სირცხვილი უნდა იყოს როგორი სირცხვილითაც ევროპაში მოიხსენიებენ ფაშისტებსა და კომუნისტებს! თქვენ უნდა დასრულდეთ იურას და ზურას გამო, სანდროს და ბუტას გამო! თქვენ უნდა დასრულდეთ იმ 9 წლის გამო რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ბნელი, ბინძური და შეურაცხმყოფელია!
– დროა, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლებრივი რეაგირება მოხდეს და ეს ჯალათები კოლექტიური, უღმერთო ნაცები და ბოკერიები ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს!“ – წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


