პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მრავალი ტყუილის მოსმენა გახდა საჭირო.

მისი თქმით, რადგან სასამართლოს რეგლამენტიდან გამომდინარე ადგილზე საპასუხო რეაქციის საშუალება არ მიეცათ, გადაწყვიტეს, პასუხგაუცემელი არ დაეტოვებინათ ის სიცრუე და მანიპულაცია, რომელიც ოპოზიციამ პროცესზე დაატრიალა. გორდულაძე აცხადებს, რომ მათი ნათქვამი სრულად ტყუილია და საზოგადოების ყურადღებას ამ ტყუილების მხოლოდ მცირე ნაწილზე გაამახვილებენ.

„კიდევ ერთხელ , ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომელსაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნამოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებული არაერთი ტყუილის მოსმენა მოუწია. რადგან სასამართლოს რეგლამენტიდან გამომდინარე არ მოგვეცა საშუალება შესაბამისი პასუხი გაგვეცა, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მხილების გარეშე არ დაგვეტოვებინა სიცრუის ის კორიანტელი, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლოში დაატრიალა. მათი ნათქვამი, ყველაფერი ტყუილი და მანიპულაცია იყო და ამჯერად მხოლოდ მცირე ნაწილზე გავამახვილებთ საზოგადოების ყურადღებას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.