არჩილ გორდულაძე: „ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო“
ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო, – ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.
გორდულაძის თქმით, 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი.
“სინამდვილეში: 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი და შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და ძალადობრივი აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რაც დადასტურებულია მათივე აღიარებებითა და საპროცესო შეთანხმებებით,” – განაცხადა გორდულაძემ.


