პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: „ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა “ნაცისთვისაც” კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა. განა ეს ყველაფერი არ იცის?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა“

„სასამართლოს სხდომებზე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მხრიდან ამ დღეებში საზოგადოებამ ბევრი სიცრუე მოისმინა, მაგრამ ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა “ნაცისთვისაც” კი ზედმეტია“, – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

“ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და ბიუჯეტის ფულით მოვიდა თურმე პოლიტიკაში… ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ ერისკაცმა მთელი თავისი ქონება, რომლის 1 თეთრიც საქართველოში არ უშოვია, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა. მაშინ, როდესაც ბიუჯეტი ცარიელი იყო, ერისკაცი უხდიდა ხელფასს ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ბანდა დადასტურებულად ძარცვავდნენ ბიუჯეტს, ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით გაარემონტა 400 სკოლა, რადგან ბავშვები განათლებას ვერ იღებდნენ სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო…. ერისკაცის ქველმოქმედებაზე აქ მეტს არ გავაგრძელებ, მაგრამ მთავარი სხვა რამეა – განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა. არ გამოვა, ნიკუტ, არ გაგივათ ეს უტიფრობა. კიდევ ბევრჯერ გაგცემთ ქართველი ხალხი საკადრის პასუხს ამ გაუგონარი უტიფრობის გამო“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.