საზოგადოება

“საქსტატი”: “2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა”

Screenshot

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება:

2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა.

“საქსტატის” ინფორმაციით, პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

“ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.

წინასწარი მონაცემებით, საკონტროლო ექსპორტი გაზრდილია, დაახლოებით, 4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 15,3%-ით.

ქვეყანაში გასულ თვეში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 8 400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 32%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციაზე მოდის”, – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.