პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაში დაპირისპირების შესახებ: „მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში. აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა მათივე ინტერესები – როდესაც არ შევიდნენ პარლამენტში, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, დაისუსტეს საკუთარი თავი“

„ეს დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და ამის მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა, პირველ რიგში, მათივე ინტერესები. როდესაც ისინი არ შევიდნენ პარლამენტში და როდესაც უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, ბუნებრივია, დაისუსტეს საკუთარი თავი, და ის დაპირისპირებები, რომლებიც გრძელდება… ამის მორიგი გამოხატულებაა ეს განცხადებაც, რომელიც არის, ზუსტად, სისუსტის გამოვლინება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.