გია აბაშიძე: “ბრიუსელში, ევროკავშირის უმაღლესი ჩინოსნებისგან გამოთქმული საჯარო შეფასებები მორიგი მტკიცე დასტურია, რომ საქართველო ევროინტეგრაციის შეუქცევად გზაზეა”

119

“ბრიუსელში, ევროკავშირის უმაღლესი ჩინოსნებისგან პრემიერ კობახიძესთან და ქართულ დელაგაციასთან გამოთქმული საჯარო შეფასებები მორიგი მტკიცე დასტურია, რომ საქართველო ევროინტეგრაციის შეუქცევად გზაზეა”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ შეფასებებს.

 

“ხოლო მავნებელი ნაცკონგლომერატისა და მისი ანგარებიანი ლობისტების “მესიჯბოქსი” არსით არაფრით განსხვავდება კრემლის დესტრუქციული პროპაგანდისგან. ლუზერ რადიკალურ ოპოზიციას ისღა დარჩენია, რომ ქვიშაში “პასკები დააცხოს” და განაგრძოს თანამდებობების გადანაწილება ირეალურ სამყაროში“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.