პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი”

„კონსტიტუციაში რაც წერია, ჩემი ხელით არის დაწერილი. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

“არის სერიოზული გამოწვევები, ამას აქვს თავისი მიზეზები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.