შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მარლენ მამატალიევს შეხვდა
“ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შევხვდი”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
“შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. აღვნიშნეთ უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები.
ყირგიზეთის მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღვნიშნეთ საპარლამენტო თანაშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ხაზი გავუსვით საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით.
ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. გამოვხატეთ ამ დერეფნის შემდგომ განვითარებაზე მუშაობის მზაობა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.


