პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის – რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა.
დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან – ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.


