შალვა პაპუაშვილი: “ახლა, საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი. დღეს ბრიუსელი საქართველოში არის მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი”
“ახლა, საქართველოს ციხეში ზის 3 ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა „მოლოტოვის კოქტეილით“ და ამ 3 ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს ბრიუსელი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდეგ, ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობის ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


