აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიცაა: „დედა“, „მამა“, ქალბატონებო და ბატონებო“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“. „ცოლი“, „ქმარი“, – ამასთან დაკავშირებით „New York Post-ი“ წერს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მათ ნაცვლად გამოყენებული უნდა იყოს „მშობელი“, „მეუღლე“ ან პარტნიორი“, შვილი, „ხალხო“ („ადამიანებო”), „თქვენ – ყველა“.
ბლინკენი პერსონალს ასევე მოუწოდებს, თავი აარიდონ ისეთი ფრაზის გამოყენებას, როგორიცაა „მამაცი კაცები და ქალები ფრონტის ხაზზე“ და გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური „მამაცი მებრძოლები“. გარდა ამისა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები“.
5 თებერვლით დათარიღებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ გენდერი სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც ადამიანს დაბადებისას მიენიჭა.


