ირაკლი კობახიძე: „ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია, ქართველ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა, ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართველი საზოგადოება ევროპული ინტეგრაციის ერთგულია“
ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას.
„ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია. ქართველ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ. ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა. ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართველი საზოგადოება ევროპული ინტეგრაციის ერთგულია. ევროპული კომისიის მიმართ ნდობა არის დაბალი და ისინი ენდობიან „ქართულ ოცნებას“. ბოლო არჩევნებში ჩვენ ხმა ამომრჩეველთა 54%-მა მოგვცა“, – განაცხადა პრემიერმა.


