„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის შესახებ მსოფლიოსთვის პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა.
„ვიზიტი ბრიუსელში მოწმობდა ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენთვის პოლიტიკურად ევროკავშირში ინტეგრაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს გზავნილი ევროკავშირის მხარემ სათანადოდ გაიზიარა.
როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო. ორმხრივი სურვილი და ორმხრივი მზაობა დაფიქსირებულია, რაც არის იმის ძალიან კარგი წინაპირობა, რომ ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


