პოლიტიკა

Euronews-ის პრეზიდენტი: „დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიის ორი სტუმარს ვმასპინძლობთ – საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს – ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ხმა. აქ, ბრიუსელში, უნდა გავიგოთ მათი გეგმები და მოვამზადოთ ევროპული პასუხი“

ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ხმა. აქ, ბრიუსელში, უნდა გავიგოთ მათი გეგმები და მოვამზადოთ ევროპული პასუხი, – განაცხადა Euronews-ის პრეზიდენტი პედრო ვარგას დავიდმა Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოსა და სომხეთის შესახებ.

„დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიის ორი სტუმარს ვმასპინძლობთ – საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს. ეს ორი ქვეყანაა, რომლებმაც ბოლო წლებში მშპ-ის შთამბეჭდავი ზრდა აჩვენეს. მათი მოსახლეობა კი კულტურით, ტრადიციებითა და გეოგრაფიით ევროპას უკავშირდება. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ხმა. აქ, ბრიუსელში, უნდა გავიგოთ მათი გეგმები და მოვამზადოთ ევროპული პასუხი. მათთან დიალოგზე უარის თქმა გამოსავალი არ არის – არც ჩვენი ერთიანობისთვის და არც ჩვენი ინტერესებისთვის”, – Euronews-ის პრეზიდენტმა.