სამართალი

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შესახებ: „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება“

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება.

ცნობისთვის: კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.