„ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში, ეს – ერთი. მეორე: მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.


