“ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია” – თეთრი სახლი
ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში “რესპუბლიკური” პარტიის მარცხის შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია” – წერია თეთრი სახლის გამოქვეყნებულ ფოტოზე.
იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა დღეს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმაც. “დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ის ისევ თქვენი პრეზიდენტია!”, – აღნიშნა მან.



