პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში”

“გილოცავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე. ეს ისტორია, პირობითად, სამ დეკადად შეგვიძლია დავყოთ:

პირველი ათწლეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ინსტიტუტად დაფუძნების უმნიშვნელოვანესი პერიოდი.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ თავმჯდომარეებს, ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს და ბატონ ჯონი ხეცურიანს, ისევე, როგორც პირველი თაობის თითოეულ მოსამართლეს, რომლებმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას ჩაუყარეს საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.