ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიას შესახებ: „ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი?! რა იცის, რა არის ღირსება და თავმოყვარეობა?! რაც არ უნდა “გაკეთილშობილდეს”, ნულია“

160

„რას არ გაგაკეთებინებენ და გათქმევინებენ “პატრონები,” გინდ პატრონი ლუციფერთან იყოს შეკრული. რას არ გათქმევინებს “ხამობა” ჭინჭების მიმართ, საკუთარ ფურთხსაც ალოკავ, რამე რომ იყოს“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიას მიერ გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას.

„ამ ადამიანმა რა იცის სიტყვის ფასი?! რა იცის, რა არის ღირსება და თავმოყვარეობა?! ამიტომაც არის, რაც არ უნდა “გაკეთილშობილდეს”, ნულია და ეს კარგად გამოჩნდება არჩევნებზე“, – წერს ნინო ფოჩხუა „ფეისბუკის“ გვერდზე.