პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ევროკომისიის ანგარიში მწვავე მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ის მწვავეა მისი ავტორებისთვის. მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა”

“ევროკომისიის ანგარიში არ არის მწვავე. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს, იმიტომ, რომ არცერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკომისიის ანგარიშს ეხებოდა.

„შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – აღნიშნა პრემიერმა.