„ეს არის “ნაცებისთვის” დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
ქართველიშვილის მხრიდან შეფასების საფუძველი გახდა გვარამიას მიერ გახარიას შესახებ 2019 და 2024 წელს გაკეთებული კომენტარები.
„სწორედ პოლიტრასტებით არის დაკომპლექტებული მათი ფერნაკლული საცისარტყელო პოლიტიკური ველი, რომელსაც საოცარი წარმოდგენა აქვს იმ საზოგადოებაზე, რომელმაც მსგავს მოვლენას “ქართველობასთან” გაიგივებული შეფასება უნდა მიანიჭოს და 26 ოქტომბერს პოლიტრასტებს მისცეს თავისი ხმა, პოლიტრასტებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობის ოცნებაში. მათი მულტიორიენტაციის მქონე ეს გაპოლიტრასტებული ცხოვრებისეული გზა მომავალში თუ „ნაც-კამასუტრას” გამოცემას ჩაუყრის საფუძველს, საზიზღარი შინაარსის მიუხედავად, სახელმძღვანელოს სახით, ალბათ, აუცილებლად იქნება მისაღები პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე იმის დემონსტრირებისთვის, თუ სად გადის რუბიკონი დასაშვებსა და უკადრებელს შორის”, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.


