პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: „დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“

„დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“, – წერს სოციალურ ქსელშიექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მთავრობის სწორი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ნაწილია.

„კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერსტინგსიუესიანგსშეხვდა. შეხვედრაზე საუბარიშეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, შუა დერეფნის განვითარებას, ავიაციის სფეროში თანამშრომლობას, ინვესტიციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მთავრობის სწორი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომ საქართველოარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე ან ერთ ეკონომიკურ მიმართულებაზე, გააფართოოს პარტნიორების წრე და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

როგორც სოციალურ ქსელში ექსპერტი წერს, ჩინეთი საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ბაზარია, თავის მხრივ კი, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანაა, რომელიც შუა დერეფნის გავლით ჩინეთსადა ჩინურ ბიზნესს ევროპასთან აკავშირებს.

„ეს არის ორმხრივი ინტერესი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ უკვე მოგვცა კონკრეტული შედეგები: გაიზარდა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა, გაიზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა, დაინიშნა პირდაპირი ავიარეისები, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, გაიზარდა ტვირთების ნაკადი და სხვა. მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული ვიზიტიამ პოლიტიკის გაგრძელებაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ჩინეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, ახალი ბაზრების ასათვისებლად და ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გამოსაყენებლად. ჩინეთთან ურთიერთობა გვაჩვენებს, რას ნიშნავს რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, პარტნიორობა, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება. მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე. ქვეყანა თანდათან არა მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის მოთამაშედ ყალიბდება, არამედ გლობალურ ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროცესებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზრდება მაშინ, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ამოქმედდება და ქვეყანა საკუთარ შესაძლებლობებს, საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებში სრულად გამოიყენებს“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.